[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

კომერციული მედიაციის ეროვნული შეჯიბრი

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

ევროპის უნივერსიტეტი, სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან“ თანამშრომლობით, აცხადებს მიღებას კომერციული მედიაციის ეროვნულ  შეჯიბრში.

შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის სკოლის, თუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის მე-3 – მე-4, ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

შეჯიბრის გამართვამდე მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ გადამზადებას მედიაციაში, რომელსაც გაუძღვება პროექტის ხელმძღვანელი – სოფიო დუღაშვილი, რომელიც წარმოადგენს ევროპის უნვერსიტეტის მოწვეულ ლექტორს, სსიპ ,,საქართველოს მედიატროთა ასოციაციის“ დამფუძნებელ წევრ მედიატორს და ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს.

შეჯიბრი გაიმართება ონლაინ რეჟიმში დისტანციური პლატფორმის გამოყენებით.

გადამზადების შემდგომ მონაწილეები დაიყოფიან  გუნდებად, რომლებიც ერთმანეთს შეეჯიბრებიან გახსნით შეჯიბრში, ნახევარ-ფინალსა და ფინალში. გუნდების დაკომპლექტება მოხდება სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისგან.

შეჯიბრის შემფასებელები „მსაჯის“ სტატუსით იქნებიან სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მედიატორები, მედიაციის სფეროში თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები, მედიაციაში წარმომადგენლობის გამოცდილების მქონე ადვოკატები/იურისტები. შეჯიბრის თითოეულ ეტაპზე გუნდების შეფასებათა დაჯამებით მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა.

დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა 2022 წლის 05 მარტამდე, მითითებულ ბმულზე შეუძლიათ: National Competition in Commercial Mediation

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და შეირჩევა მხოლოდ 30 მონაწილე.
შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებულებს გადაეცემათ სპეციალური ჯილდოები, ხოლო ყველა მონაწილეს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. პროექტის საუკეთესო მონაწილეებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ სტაჟირების პროგრამებში.