IBSU-ს სტუდენტების ორგანიზებით, შემოდგომის სემესტრში განახლდა ტრენინგ-კურსი “სამართალი მოსწავლეებისთვის”.
ტრენინგის ფარგლებში სკოლის მონაწილეებმა შეისწავლეს სამართლის საფუძვლები, დარგები და პროფესიები, სასამართლო სისტემის თავისებურებები, იმსჯელეს ადამიანის უფლებებზე, დანაშაულების სახეებსა და სხვა მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე.
ტრენინგის მიმდინარეობისას მოსწავლეები მუშაობდნენ კაზუსების ამოხსნაზე, ითამაშეს როლური თამაშები და ჰქონდათ დებატები.
“სამართალი მოსწავლეებისთვის” IBSU-ს ყოველთვიური პროექტია.