IBSU-ს სამართალმცოდნეობის პროგრამის სტუდენტები სასწავლო ვიზიტით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის ანალიტიკური და სასამართლო წარმომადგენლობის სამსახურის უფროსმა, ეკა ახალკაცმა, თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა აღმასრულებელმა, ეთუნა ზამთარაძემ და მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტის მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერმა, თათია გურჭუმალაძემ სტუდენტებს გააცნეს სააღსრულებო წარმოებათა სპეფიციკა და მიაწოდეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვადასხვა სერვისზე.
შეხვედრაზე განხილულ თემებს შორის იყო სააღსრულებლო წარმოება, აუქციონი (პროცესი და ვადები) და გამოსახლების კატეგორიის საქმეები და მედიაცია.