სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სამართლის კლინიკა სასწავლო ვიზიტით ესტუმრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
კლინიკის სტაჟიორებმა, მარიამ მღებრიშვილმა და თამარ ბლიაძემ, კლინიკის ხელმძღვანელთან ასოც. პროფ ნონა ზუბიტაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ადმინისტრაციულ დავაზე მიმდინარე სასამართლო პროცესში.
აღნიშნული წარმოადგენს პრაქტიკული სწავლების ფორმატს, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს უშუალოდ გაეცნონ სასამართლო წარმოების თავისებურებებს.