[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო პალატის თავჯდომარეს შეხვდნენ

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო პალატის თავმჯდომარეს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდნენ. ასევე, სტუდენტებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს შენობა და მუზეუმი.

სამოქალაქო პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე იმსჯელეს  სასამართლო სისტემის მოწყობაზე და უზენაესი სასამართლოს ფუნქციებზე.

სამართლის ფაკულტეტის 20 სტუდენტის საქართველოს უზენაეს სასამართლოში ვიზიტი დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში  შედგა. დაისახა სამომავლო სამოქმედო გეგმა.