2020 წლის 10 დეკემბერს, 11:00 საათზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად გთავაზობთ ონლაინ საჯარო ლექციას „ საქართველოს წითელი ჯვრის ჰუმანიტარული მისია გლობალური პანდემიის პერიოდში“

სპიკერი : ნათია ლოლაძე-საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების მმართველი საბჭოს წევრი

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება წითელი ჯვრის საზოგადოების რეაგირება COVID- 19-ის პერიოდში, როგორც ადგილობრივი ასევე გლობალური მასშტაბით.

საჯარო ლექცია გაიმართება Google Meet პლატფორმის მეშვეობით.

დასწრება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს.