[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ტრენინგ-კურსი “სამართალი მოსწავლეებისთვის”

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

IBSU-ს სტუდენტების, მანჩო გაჩეჩილაძის, გიორგი წიკლაურის, ბაჩო დეკანოიასა და მარი ლომუაშვილის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგ-კურსი “სამართალი მოსწავლეებისთვის”.

ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა შეისწავლეს სამართლის საფუძვლები, დარგები და პროფესიები, სასამართლო სისტემის თავისებურებები, იმსჯელეს ადამიანის უფლებებსა და სხვა სამართლებრივ საკითხებზე. პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები ასრულებდნენ სხვადასხვა პრაქტიკულ დავალებებს.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, რომლებიც IBSU-ს  ნებისმიერ სკოლაში ჩაბარების შემთხვევაში 10%-იან გრანტს უზრუნველყოფს.

ტრენინგი “სამართალი მოსწავლეებისთვის” ამ სემესტრის განმავლობაში 3-4 ივნისს ჩატარდება.