[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

2022 წლის 25 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას, რომელსაც ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი აკბარ ტაშულოვი. დელაგაციის წევრებს შორის იყვნენ უნივერსიტეტის ვიცე რექტორი დილშოტ უმაროვი, მაგისტრატურისა და დაუსწრებელი სწავლების დეკანი ათაბექ ბაბაჯანოვი, სისხლის სამართლის პროცესის კათედრის გამგე დილდორა ბაზაროვა, სამოქალაქო საპროცესო კათედრის დოცენტი ფერუზა იბრატოვა. სტუმრებს უმასპინძლეს IBSU-ს რექტორმა დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანმა, უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა პროფ. ქეთევან ქოქრაშვილმა, ვიცე დეკანმა პროფ. ნონა ზუბიტაშვილმა და ადმინისტრაციის სხვა წევრებმა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც ითვალისწინებს ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტთან ერთად დაიგეგმა აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობით ერთობლივი კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება.