სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სიახლეები
  4. /
  5. სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის...
სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი YOUTHTITIA-ის პრეზენტაციას დაესწრო
  • 02/04/2024

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი YOUTHTITIA-ის პრეზენტაციას დაესწრო

იუსტიციის სამინისტროში ინოვაციური პლატფორმა ახალგაზრდული კლუბი „YOUTHTITIA“ დაფუძნდა, რომლის პრეზენტაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის დეკანი, ირაკლი შამათავა დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდული კლუბის პროექტი საზოგადოებას იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ წარუდგინა, ხოლო ახალგაზრდების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე მიმართული პლატფორმის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ისაუბრა.

ინოვაციური პროექტი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის და პლატფორმა საშუალებას იძლევა სტუდენტებმა განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები, გაიღრმავონ დარგობრივი ცოდნა, ჩაერთონ საჯარო მმართველობის პროცესში და მონაწილეობა მიიღონ იუსტიციის სამინისტროს რეფორმების დაგეგმვა-განხორციელებაში.

ახალგაზრდულ კლუბ „YOUTHTITIA“-ს პირველ ნაკადში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩევა ავტორიზებული უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 30 სტუდენტი.