შზსუ-ს სამართლის ფაკულტეტი აცხადებს განაცხადების მიღებას გაცვლითი პროგრამებისთვის პარტნიორ უნივერსიტეტებში.
განცხადება შეუძლიათ მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და ინგლისური ენის ცოდნის შესაბამისი დონე(რაც სავალდებულოა დასტურდებოდეს ენის სერტიფიკატით). უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს, რომლებიც ყველაფერთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულნი კულტურულ აქტივობებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ფაკულტეტს, ადმინისტრაციული კორპუსის (A)504-ე აუდიტორიაში.