[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიღწევები და გამოწვევები

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

17 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ალექსანდრე დარახველიძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე – „ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიღწევები და გამოწვევები“.
ლექციის ფარგლებში სტუმარმა ინტერაქციულ რეჟიმში სტუდენტებთან ერთად განიხილა სამინისტროს ფუნქცია, სტრუქტურა, რეფორმები და დაქვემდებარებული უწყებები,ასევე გაგვიზიარა ბოლო წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტებში არსებული აქტუალური პრეცედენტები. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დაკისრებული ამოცანების
შესასრულებლად, სიახლეების დანერგვასა და ახალი პროექტების განხორციელებას კვლავ განაგრძობს და ამ პროცესში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიურ თანამშრომლობას, აქედან გამომდინარე დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები
სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით. ლექციის ბოლოს ფაკულტეტის ინიციატივით გამოვლინდა 10 საუკეთესო მონაწილე, რომლებსაც გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.