[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

დანაშაულიდან მართლმსაჯულებამდე

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

პროექტი ,,დანაშაულიდან მართლმსაჯულებამდე“ სტუდენტებს მისცემს საშუალებას შეიძინონ თეორიული ცოდნა და გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რაც დაკავშირებულია პროცესის მონაწილე სუბიექტების: ოპერატიული მუშაკის, გამომძიებლის, პროკურორის, ექსპერტ-კრიმინალისტის, ადვოკატისა და სასამართლოს საქმიანობასთან.

პროექტი მოიცავს ორ ეტაპს. პირველ ეტაპზე შესაბამისი დარგის მოქმედი პრაქტიკოსი სპეციალისტებისგან სტუდენტები შეისწავლიან თითოეული სუბიექტის კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცესუალურ უფლება-მოვალეობებს და მათი პრაქტიკაში განხორცილების (გამოყენების) წესს.  მეორე ეტაპზე მოხდება დანაშაულის იმიტირება და სტუდენტები დამოუკიდებლად მოახდენენ  დანაშაულის ჩადენიდან მართმასაჯულებამდე არსებული ყველა ეტაპისა და თითოეული სუბიექტის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელებას.

პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ სამართლის ფაკულტეტის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს, პროექტში მონაწილეობის სურვილის მქონე სტუდენტებმა უნდა გადმოაგზავნონ CV ფაკულტეტის ელ-ფოსტაზე (lawfaculty@ibsu.edu.ge) 2017 წლის 15 აპრილამდე.