[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

გახდი მიწის მესაკუთრე და დაეხმარე სხვას ამ მიზნის მარტივად მიღწევაში!

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

გახდი მიწის მესაკუთრე და დაეხმარე სხვას ამ მიზნის მარტივად მიღწევაში!

11 და 12 მაისს,  მიწის კანონმდებლობის ერთ-ერთი ავტორი, უპრეცედენტო გამოცდილების მქონე სპეციალისტი, იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და GIZ-ის ტრენერი მიწის საკუთრების სამართალში  თამარ წიკლაური შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაატარებს 14 საათიან ტრენინგს თემაზე „მიწის საკუთრების სამართალი – თანამედროვე კანონმდებლობა და გამოწვევები!“

ტრენინგი მოიცავს როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკული შემთხვევების ანალიზს.

  • განიხილავთ რეალურ საქმეებსა და სასამართლო პრაქტიკას, ყველა აქტუალურ საკითხს, რომელიც პრაქტიკაში ხვდება საკუთრების უფლების შეძენის მსურველს;
  • შეძლებთ სადავო შემთხვევების გადაწყვეტის მარტივ გზებს;
  • შეძლებთ სრულყოფილი იურიდიული კონსულტაციის გაწევას მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე;
  • შეძლებთ დამოუკიდებლად წარმართოთ მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით ადმინისტრაციული პროცედურები.

თემატიკა მოიცავს შემდეგ ასპექტებს:

  • მიწის ახალი რეფორმის მარეგულირებელი კანონმდებლობა;
  • მიწასთან დაკავშირებული გარიგებების შედგენისა და რეგისტრაციის წესები;
  • სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოპოვებისა და შედგენის საკითხები;
  • საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების გავრცელებული შემთხვევები და მათი აღმოფხვრის შესაძლებლობები;
  • თვითნებურად დაკავებულ მიწებზე საკუთრების უფლების წარმოშობასთან დაკავშირებული რეგულაციები;
  • საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, როგორც უფლების რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება.

სამიზნე ჯგუფი

ტრენინგი განკუთვნილია როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ისე პრაქტიკოსი იურისტებისა და ადვოკატებისათვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და პარალელურად მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მომავალში მათი დამსაქმებლის/კლიენტის ინტერესების დასაცავად ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობას გაუმარტივებთ.

ხანგრძლივობა

ტრენინგს დაეთმობა 14 საათი (2 შეხვედრა)
დარეგისტრირდით 4 მაისამდე და მიიღეთ ფასდაკლება –  ლექტორებისთვის და დაინტერესებული საზოგადოებისთვის – 90 ლარი, შზსუ-ს სტუდენტებისთვის – 50 ლარი;
მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე

https://forms.gle/skbBieQuE6PBwmpWA

გადახდისთვის საჭირო საბანკო რეკვიზიტები:  GE03TB7435245067800005
თანხის ჩარიცხვისას მიუთითეთ თქვენი სახელი/ გვარი და გადახდის ქვითარი გამოაგზავნეთ მეილზე meridian.centre@gmail.com

კურსის წარმატებით დასრულების შემდგომ, თქვენ მიიღებთ ორენოვან სერტიფიკატს.