მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის (https://students.eqe.ge) ვადა განისაზღვრა 2017 წლის 25 ივლისიდან 17 აგვისტოს 18:00 სთ-მდე.
სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში მობილობის მსურველი სტუდენტის შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოცხადების ვადაა – 2017 წლის 24 აგვისტო – 6 სექტემბრი.
მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 24 აგვისტოს და გაგრძელდება 6 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციის გასავლელად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- განცხადება (იწერება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში)
- პირადობის/ID ბარათის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული პასპორტი/ბინადრობის ნებართვის ასლი)
- ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლი
- ამჟამინდელ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანების (რექტორის) დამოწმებული ასლი
- ამჟამინდელ უნივერსიტეტში სტატუსის შეჩერების/აღდგენის/შეწყვეტის ბრძანების (რექტორის) დამოწმებული ასლი (არსებობის შემთხვევაში)
- ამჟამინდელ უნივერსიტეტში სტუდენტის სტატუსის შესახებ ცნობა
- საშუალო სკოლის ატესტატის ასლი (ბაკალავრებისთვის)
- ბაკალავრის დიპლომის ასლი (მაგისტრებისთვის)
- ეროვნული გამოცდების/სტუდენტური ბარათის ასლი
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის)
შენიშვნა: უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში აუცილებელია წარმოადგინოთ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.