შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სამართლის ფაკულტეტის ათმა სტუდენტმა გაიარა სტაჟირების კურსი „პარტნიორისასწავლო დაწესებულებების სტუდენტების სტაჟირება შსს-ს აკადემიაში“
სასწავლო კურსის განმავლობაში სტუდენტებს კრიმინალისტიკასა და ტაქტიკურ სწავლებაში თეორიული და პრაქტიკული ლექციები ჩაუტარდათ. მათ მესაზღვრის უნარ-ჩვევების პრაქტიკული კურსიც გაიარეს. სტუდენტები, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს, შსს-ს არქივსა და ექპერტიზის ბიუროს ეწვივნენ.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.