[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სტაჟირების პროგრამა ჟურნალისტიკის მიმართულებით

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

სამართლის ფაკულტეტი აცხადებს სტაჟირების პროგრამას (2 სტაჟიორი) ჟურნალისტიკის მიმართულებით.

მოთხოვნები:

შზსუ-ს საბაკალავრო საფეხურის პროგრამის მე-2 ან მე-3 კურსის სტუდენტი;

ქართულად და ინგლისურად გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

ორგანიზებული, კომუნიკაბელური

მოვალეობები:

სამართლის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასწრება და შესაბამის თემატიკაზე სტატიების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენაზე;

კომუნიკაცია შზსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა შზსუ-ს სამართლის ფაკულტეტის ელ-ფოსტაზე (lawfaculty@ibsu.edu.ge) უნდა გამოაგზავნონ:

სტუდენტის ცნობა შესაბამისი კურსის დასადასტურებლად;

CV;

სამოტივაციო წერილი 150 სიტყვამდე, სადაც გამოხატავენ მათ ინტერესს შესაბამის პოზიციაზე;

არსებობის შემთხვევაში ბმული მათ ბლოგზე.

სათაურის ველში მიუთითეთ: Journalist Intern

დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 22 სექტემბერი;

უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სტატიების წერის გამოცდილება ან უძღვებიან ბლოგს;