[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მემორანდუმი პოლიციის აკადემიასთან

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს აკადემიასა და  შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის დაიდო ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება ინტელექტუალური და მატერიალური რესურსების კონსოლიდაციის  გზით.  თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება , კვლევასა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოებისა და სხვა სახის პუბლიკაციების მომზადება და გამოქვეყნება.   მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ  კადრების პროსიულ მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა – ილიას ჩილოღლუმ. აკადემიის ეზოში საზეიმოდ აღიმართა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დროშა და მხარეებმა გაცვალეს სიმბოლური საჩუქრები.