[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამართლის ზამთრის სკოლა დასრულდა

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

2-დან 4 თებერვლის ჩათვლით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ყოველწლიურ სამართლის ზამთრის სკოლას მასპინძლობდა, რომელშიც მთელი საქართველოს სკოლებიდან მოწვეული მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიება, სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, იურიდიული კლინიკის ფარგლებში მიმდინარეობდა.

ზამთრის სკოლა მიზნად ისახავდა, მოსწავლეთათვის სამართლის სხვადასხვა დარგის შესახებ სისტემური ცოდნის შექმნას. სამი დღის განმავლობაში, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დაწვრილებით შეესწავლათ სწავლების სპეციფიკა, მეთოდიკა და ნიშან-თვისებები, რომლებიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან გამოარჩევს.

აღსანიშნავია, რომ ზამთრის სკოლაში ინტერაქტიულ ლექციებს კითხულობდნენ ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, რომელთა შორის იყვნენ წარმატებული სახელმწიფო აღმასრულებელი, საკანონმდებლო თუ საამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და პრაქტიკოსი იურისტები.

რასაკვირველია, ზამთრის სკოლა შემეცნებით აქტივობებთანა და სალექციო კურსებთან ერთად, არაერთ გასართობ აქტივობას მოიცავდა. უნდა აღინიშნოს, რომ ფაკულტეტის სტუდენტები აქტიური მონაწილეობა, ისინი ჩართულნი იყვნენ აღნიშნული აქტივობების დაგეგმვასა და მათ შემდგომ განხორციელებაში.

სამართლის ზამთრის სკოლა საგანმანათლებლო სფეროს სხვადასხვა საფეხურის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირების პლატფორმას წარმოადგენს. ზამთრის სკოლა მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს, იგი მნიშვნელოვნად ამარტივებს თანატოლთა შორის ცოდნის გაზიარებისა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბების პროცესს. აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული დისკუსიები და ლექციები ზამთრის სკოლის მონაწილეების მომავალ განვითარებას უზრუნველყოფს. აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, ზამთრის სკოლის სპონსორია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ადგილობრივი თუ უცხოური კომპანიები, რომლებსაც სხვადასხვაგვარი წვლილი შეაქვთ სკოლის წარმატებაში.