[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შედეგად, ადვოკატის პროფესიაში შესვლის სტაჟირების ახალ წესთან დაკავშირებით, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭომ ცვლილებების თაობაზე იურიდიული საზოგადოების ინფორმირების კამპანია დაიწყო.
ადვოკატის პროფესიაში შესვლის ახალ წესთან დაკავშირებით იურიდიული საზოგადოების ინფორირების კამპანიის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარემ, ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა და სასწავლო ცენტრის დირექტორმა ქეთევან თურაზაშვილმა შეხვედრა გამართეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტების წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან.