შზსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში მოიწვიეს კონსტიტუციონალისტი, პროფესორი ვასილ გონაშვილი. ბატონი ვასილი არის საკონსტიტუციო კომისიის წევრი და შესაბამისად, სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესებში უშუალოდ ჩართული პირისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის შეტანაც იგეგმება ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში. სტუმარმა ისაუბრა ადამიანის ძირითადი უფლებების, პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის და კონსტიტუციის გადასინჯვის თავებში დაგეგმილ ცვლილებებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და მნიშვნელობაზე. კონსტიტუციის გადასინჯვისას უმნიშვნელოვანესია სტუდენტების, როგორც ახალი ძალისა და მომავალი თაობის ჩართულობა, როლი და ხედვა.
შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.