შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით 14 ივნისს სპეციალურად პირველი კურსის სტუდენტებისთვის გაიმართება შეჯიბრი კაზუსის ამოხსნაში. პროექტის მიზანია იურიდიული პოროფესიის წარმომადგენლებში კაზუსის სწორი მეთოდოლოგიით ამოხსნის პოპულარიზაცია და შესაფერისი უნარ-ჩვევების განვითარება.
როგორც მოგეხსენებათ სამართლის ფაკულტეტის სარეიტინგო სისტემის ერთ-ერთი საკვალიფიკაციო პირობა გახლავთ, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა,ამიტომ გელოდებით, გამოსცადეთ თქვენი შესაძლებლობები.
შეჯიბრით გათვალისწინებული ძირითადი მიმართულებები :
- სისხლის სამართალი (ზოგადი ნაწილი)
- სამოქალაქო სამართალი (ზოგადი ნაწილი)
შეჯიბრის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული თითოეული მიმართულების მიხედვით, რომლებიც დასაჩუქრდებიან სერტიფიკატებით და ფასიანი საჩუქრებით.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 ივნისი.
შეჯიბრში მონაწილეობისათვის გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
14400136@ibsu.edu.ge
მიუთითეთ: სახელი და გვარი, სტუდენტური ნომერი და სექცია, რომელში მონაწილეობაც გსურთ.