[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

პროფესორ იროდიონ სურგულაძისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სტუდენტური ეროვნული სამეცნიერო კონფერენციისათვის, – ნაშრომების კონკურსი

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აცხადებს – პროფესორ იროდიონ სურგულაძისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სტუდენტური ეროვნული სამეცნიერო კონფერენციისათვის, – ნაშრომების კონკურსს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს.

კონფერენციაზე მოქმედებს ორი სექცია:
I სექცია – პროფესორ იროდიონ სურგულაძის ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა;
II სექცია – სამართალი (თემატიკა: საკონსტიტუციო სამართალი, სამართლის ისტორია, სამართლის ფილოსოფია, სამართლის თეორია).

კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები. ამასთანავე, საკონკურსო ადგილების მიხედვით დადგენილია შემდეგი ოდენობის საპრიზო ფონდი:
I ადგილი – 500 (ხუთასი) ლარი;
II ადგილი – 300 (სამასი ლარი);
III ადგილი – 200 (ორასი) ლარი.

ნაშრომების წარმოდგენის საბოლოო თარიღია 2018 წლის 15 დეკემბერი.

საკონფერენციო მოხსენებასთან დაკავშირებით დადგენილ მოთხოვნებსა და, ზოგადად, კონფერენციის შესახებ, დეტალურად იხილეთ დებულება.
კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტზე: res.institute@tsu.ge