[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

ლაშა ჭელიძე

სამართლის ფაკულტეტი

2011 წელს ჩავირიცხე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში და 2015 წლამდე ვსწავლობდი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამართლის მიმართულებით. იბსუ-ს შემდეგ სწავლა განვაგრძე ლონდონში, ალსტერის უნივერსიტეტში პრე-მასტერზე საერთაშორისო ბიზნესის განხრით, ხოლო პრე-მასტერის დამთავრების შემდეგ სანდერლენდის უნივერსიტეტში ჩავაბარე ბიზნეს ადმინისტრირების განხრით და ავიღე მაგისტრის ხარისხი.

ჩემს ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, თუ რატომ შევაჩერე არჩევანი იბსუზე, წარმოადგენდა გაცვლითი პროგრამები და მაღალი დონის კვალიფიკაციის მქონე ლექტორებით დაკომპლექტებული გარემო. უნივერსიტეტი გამოირჩევა მეგობრული და პროფესიონალური კადრებით, გავიცანი უამრავი ძალიან კარგი ადამიანი, რომლებთანაც დღემდე მაქვს კომუნიკაცია. აკადემიური პერსონალი გამოირჩეოდა ყოველთვის მეგობრული დამოკიდებულებითა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით. სასწავლო პირობები იყო პირდაპირ სტუდენტის ინტერესებს მორგებული. ძალიან ხშირ შემთხვევებში ითვალისწინებდნენ სტუდენტების მოსაზრებებსა და რჩევებს. იბსუ ყოველთვის ხელს უწყობდა სტუდენტებს მოტივაციის ამაღლებაში და მათთვის მაქსიმალური სასწავლო კომფორტის შექმნაში.

რაც შეეხება ჩემს კონკრეტულ გადაწყვეტილებას ფაკულტეტთან დაკავშირებით, სამართალმცოდნეობა საკმაოდ რთული სფეროა და მოითხოვს უამრავ შრომას. იბსუში ფაქტობრივად 0-დან დავიწყე ამ მიმართლებით განათლების მიღება და დღეს შემიძლია გითხრათ რომ უნივერსიტეტში შეძენილი აკადემიური გამოცდილება მაძლევს საშუალებას ვიმუშაო ამ სფეროში და დამოუკიდებლად გავართვა თავი ამა თუ იმ დაბრკოლებას.

იბსუს დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე მესწავლა ბიზნესი და ვთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სწორი არჩევანი, რადგან სამართალმცოდნეობა და ბიზნესის მართვის ცოდნა ყოველთვის გამოსადეგია პრაქტიკაში. სწავლა განვაგრძე ინგლისში, სადაც განსხვავებული გარემო დამხვდა და განათლების სისტემა. თუმცა, უკვე მიღებულმა გამოცდილებამ ამიმაღლა დამაჯერებლობა და დამეხმარა წარმატებით სწავლის გაგრძელებაში.  საქართველოში დავბრუნდი რამდენიმე თვეა და გადაწყვეტილი მაქვს განვაგრძო სწავლა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში დოქტურანტურაზე.

მინდა ორიოდე სიტყვით ვურჩიო მომავალ აბიტურიენტებს, რომ პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილები და აირჩიონ ის პროფესია რაც მათ ყველაზე მეტად აინტერსებთ. პროფესიის არჩევას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ცხოვრებაში ჩვენი მომდევნო ეტაპებისთვის. რაც შეეხება იბსუს, უნივერსიტეტი გამოირჩევა უდიდესი გამოცდილებით, პროფესიონალი კადრებით და სწავლების თანამდეროვე მიდგომებით. აგრეთვე სხვა უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, იბსუში არის უამრავი გაცვლითი პროგრამა და სხვადასხვა სასწავლო კურსი. ჩემი პირადი რჩევა იქნება, რაც შეიძლება მეტ გაცვლით პროგრამაში თუ საზღვარგარეთის ტურში მიიღოთ მონაწილეობა იბსუსთან ერთად.