[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

“ახალგაზრდები ინკლუზიური საზოგადოებისა და დემოკრატიის მშენებლობისთვის“

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ოთხშაბათს 15:00 საათზე ა108 აუდიტორიაში (ა)იპ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართებაა.
ა(ა)იპ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე და ადვოკატირებაზე მიმართული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე 26 არასამთავრობო ორგანიზაციის ეროვნული გაერთიანება, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების უფლებების დაცვა და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვეყნის საზოგადოებრივ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
IFES-ის მხარდაჭერითა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით კოალიცია ახორციელებს პროექტს “ახალგაზრდები ინკლუზიური საზოგადოებისა და დემოკრატიის მშენებლობისთვის“, რომლის მიზანია შეზუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება მომავალი თაობისთვის.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2 საათიანი ხანგრძლივობის სემინარების ჩატარება სამართლის, პოლიტიკური, სოციალური მეცნიერებების და სხვა ფაკულტეტების სტუდენტებისათვის. სემინარზე ტრენერი მიმოიხილავს რატომაა არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანი და როგორ ხდება დემოკრატიული პრინციპების უკეთ განხორციელება პრაქტიკაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ან სხვა მარგინალიზებული თემის აღნიშნულ პროცესებში ჩართვით.
გელოდებით დაინტერესებულ პირებს!