[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მე-4 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

მე-4 საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და

კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში“
ორგანიზატორი – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

თარიღი
სექტემბერი 27-28, 2019
ჩატარების ადგილი
თბილისი, საქართველო
ვებგვერდი
https://halc.ibsu.edu.ge/
შინაარსი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მე-4 საერთაშორისო კონფერენციას თემაზე:
„ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა და კულტურა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ
კავკასიაში“ ატარებს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის
სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მხარდაჭერით.
კონფერენცია ტარდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილი „მეცნიერებისა და ინოვაციების
საერთაშორისო ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს
მკვლევარებს, პრაქტიკოსებს და პოლიტიკოსებს შავი ზღვის რეგიონის და სამხრეთ
კავკასიის ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურისა და კულტურის სფეროებში არსებული
საკითხების განხილვაში, რეალური გამოწვევების დაძლევაში, პროფესიულ
განვითარებაში, მოსაზრებების გაზიარებაში, გადაწყვეტილების მიღებასა და მათ
შესწავლაში.
კონფერენციის თემებია:
თემა 1 – ისტორია
ნაშრომი შეიძლება მოიცავდეს შემდეგ თემებს:
ისტორიის თეორია; ისტორიოგრაფია; ეკონომიკის ისტორია, ვაჭრობა და მუშაობა;
კულტურათაშორისი დიალოგის ისტორია, ქალაქები და მოგზაურობა; პოლიტიკის
ისტორია; ემოციების, ჩვევების, ცხოვრების სტილის ისტორია; იდეოლოგიის ისტორია,
რწმენა და პრეზენტაცია; დოკუმენტაცია და არქივები.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

2, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ., თბილისი, 0131, საქართველო

 vrr_asst@ibsu.edu.ge

თემა 2 – ხელოვნება
ხელოვნების ისტორია; კლასიკური ხელოვნება; თანამედროვე ხელოვნება; ვიზუალური
ხელოვნება; ლიტერატურული ხელოვნება; პერფონმანსის ხელოვნება; ხელოვნების
კრიტიკა.
თემა 3 – ლიტერატურა
კლასიკური ლიტერატურა; თანამედროვე ლიტერატურა; შედარებითი ლიტერატურა;
საბავშვო ლიტერატურა; ლიტერატურული თეორიები; პოეზია, პროზა და დრამატურგია.
თემა 4 – კულტურა
კულტურის კვლევები; კულტურული მემკვიდრეობა სამხრეთ კავკასიაში და შავი ზღვის
რეგიონში; მითოლოგია და უძველესი კულტურები; მულტიკულტურალიზმი;
კულტურული ცვლილებები; მასობრივი კულტურა; კულტურული ანთროპოლოგია;
კულტურული მრეწველობა; პოპულარული კულტურა; კულტურული მრავალფეროვნება;
კულტურული შოკი; კულტურული ასიმილაცია; კულტურული კონფლიქტების
მოგვარება; კულტურათაშორისი კომუნიკაციები; ფოლკლორი.
მნიშვნელოვანი თარიღები
აბსტრაქტის წარმოდგენის ბოლო ვადა – 9 აგვისტო, 2019 წ.
ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადა – 30 აგვისტო, 2019 წ.
კონფერენციის თარიღი – 27-28 სექტემბერი, 2019 წ.
გთხოვთ, თქვენი აბსტრაქტი გადმოაგზავნოთ ვებგვერდზე არსებული რეგისტრაციის
ველიდან, ხოლო ნაშრომის სრული ვერსია (ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft
Word – ის ფორმატში) შემდეგ ელ.ფოსტაზე – halc@ibsu.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ
– HALC2019. ავტორებს შედეგები ეცნობებათ აბსტრაქტის წარდგენიდან 2-3 კვირის
განმავლობაში.
ვიზა
საქართველოს უვიზო რეჟიმი აქვს ბევრ ქვეყანასთან. ამის მიუხედავად, გთხოვთ,
კონკრეტული სავიზო მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში ეწვიოთ შემდეგ ვებგვერდს –
www.evisa.gov.ge.
კონფერენციის ჩატარების ადგილი
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კორპუსი: 2, დავით აღმაშენებლის ხეივანი,
მე-13 კმ., თბილისი, 0131, საქართველო.
კონფერენციის ენა
აბსტრაქტის გადმოგზავნა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
საცხოვრებელი
მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ წინასწარ ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ ადგილები.

საფასური
სტატიის რეგისტრაციის ღირებულება საერთაშორისო მონაწილეებისათვის არის $30
ხოლო ადგილობრივი მონაწილეებისათვის GEL30.
გთხოვთ, კონფერენციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელოთ თქვენს კოლეგებსა და
სტუდენტებს შორის.
საკონტაქტო ინფორმაცია
კონფერენციის, ჩატარების ადგილის, რეგისტრაციის ან მოხსენების ატვირთვის შესახებ
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: halc.ibsu.edu.ge
ელ.ფოსტა: halc@ibsu.edu.ge