შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძის საჯარო ლექცია თემაზე – „კონსტიტუციური მართლმსაჯულება საქართველოში“ ღონისძიების ფარგლებში სტუმარმა ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციების, სტრუქტურისა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების
მოდელების შესახებ ევროპასა და ამერიკაში. შეხვედრის ბოლოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის განახლდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.