[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

შეხვედრა ფაკულტეტის პირველ კურსელებთან

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა – ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა ეკატერინე ბაკარაძემ და ფაკულტეტის სამართლის კლინიკის ხელმძღვანელმა – ნანა გამახარიამ შემოდგომის სემესტრის დასასრულს მორიგი შეხვედრა გამართეს სამართლის ფაკულტეტის პირველ კურსელებთან.

შეხვედრის მიმდინარეობისას სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ და კითხვები დაესვათ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე. თავის მხრივ, ფაკულტეტის წარმომადგენლებმა კი მათ გააცნეს ის შესაძლებლობები, რომლებიც სტუდენტებისთვის 2017-2018 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრიდან იქნება ხელმისაწვდომი, იქნება ეს გაცვლითი პროგრამები, სამართლის ფაკულტეტის ზამთრის და ზაფხულის სკოლები, სარეიტინგო სისტემა თუ სხვა. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანი – დასკვნითი გამოცდების მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები.

სტუდენტებმა ისაუბრეს თავიანთ ინიციატივებზე, სასურველ სასწავლო კურსებსა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე.