[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

თანამედროვე მედია სამართალი – ანა სამსონიას ინტერაქციული ლექცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

თანამედროვე მედია სამართალი-ლექცია ამ სახელწოდებით, „პალიტრა ჯგუფის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა სამსონიამ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაატარა. ინტერაქციული ლექციის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება მიცეათ განეხილათ ისეთი საკითხები როგორიცაა მედიის როლი, მისი შექმნის პროცესი და მაყურებლის უფლებები.

„მედია სამართალი ერთ-ერთი დისციპლინაა, რომელსაც ჩვენ სამართლის ფაკულტეტზე ვასწავლით. ამიტომ, პრაქტიკოსი იურისტის ლექცია ჩვენი სტუდეტებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ, ვგეგმავთ „პალიტრა ჯგუფთან“ თანამშრომლობამომავალშიც გავაგრძელოთ და სტუდენტებს, ერთობლივი პროექტები შევთავაზოთ“. – განაცხადა ambebi.ge-თან საუბრისას, საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელმა სამართლის დარგში ვახტანგ ჟვანიამ.