[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საჯარო ლექცია

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

ეგროსი ახალაია გახლავთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის წარჩინებული კურსდამთავრებული, ამჟამად სწავლობს სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურაზე სისხლის სამართლის მიმართულებით.

   პროფესიული კომპეტენციის მხრივ, ჩაბარებული აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, ხოლო 2016 წლის დეკემბერში წარმატებით ჩააბარა საქართველოს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციის განხრით, სადაც მიიღო სამივე სპეციალიზაციაში მონაწილე 713 აპლიკანტ-იურისტს შორის წლის საუკეთესო შედეგი, კერძოდ 92 ქულა.

   დაინტერესებულ სტუდენტებს 14 მარტს 14:00 საათზე ჩაუტარდებათ საჯარო ლექცია საადვოკატო გამოცდის არსისა და სპეციფიკის შესახებ, ამასთან, ყურადღება გამახვილდება იმ აუცილებელ რეკომენდაციებზე, რომელიც განაპირობებს აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებას. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს მე-3, მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებით.