[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ახალი სახელმძღვანელო მომხმარებელთა უფლებათა დაცვის სამართალში

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ფარგლებში გამოიცა ნაშრომი „მომხმარებელთა უფლებების სამართალი“, რომელიც ეხმიანება საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმას სამართლის ამ მიმართულებით. კანონმდებლის მისწრაფებანი განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე  ქვეყნის ვალდებულებით, სამართლის სისტემის დაახლოვებაზე ევროპულ სტანდარტებთან. წინამდებარე გამოცემაში სწორედ ეს სპეციფიკაა გათვალისწინებული შედარებითსამართლებრივი მეთოდოლოგიის გამოყენებით.

ნაშრომი სახელმძღვანელოს სტილითაა აგებული, თუმცა რეალურად შედგება ავტორთა დამოუკიდებელი კვლევებისაგან. მისი აგებულება სასწავლო მიზნებისათვის გამოსადეგს ხდის კვლევას სტუდენტებისათვის, თუმცა იგი საინტერესო უნდა იყოს სხვა დაინტერესებული პირებისათვისაც. ავტორთა მიზანი იყო შეექმნა, მეტ ნაკლებად, თანმიმდევრულად სტრუქტურირებული გამოცემა, რომელიც გახდებოდა შემდგომი ანალიზისა და კვლევებისათვის სასარგებლო საწყისი წერტილი.

იმის გათვალისწინებით, რომ საკანონმდებლო რეფორმა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და სახეზე არ არის საბოლოო პროდუქტი ნორმატიული აქტის სახით, ავტორთა მიერ იგეგმება მუშაობის გაგრძელება მომხმარებელთა უფლებების მიმართულებით, რაც უნდა გამოიხატოს მეორე უფრო გამოცემის ფარგლებში თემატიკის გაფართოებასა და სფეროს ყველა კომპონენტის კვლევაში.

პუბლიკაცია მომზადდა შზსუ-ის ორი ასოცირებული პროფესორის: თამარ ლაკერბაიასა და ვახტანგ ზაალიშვილის, ისევე, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის – თამარ ზოიძის მიერ.

ავტორები მიესალმებიან ნებისმიერი სახის შენიშვნასა თუ რეკომენდაციას მომდევნო გამოცემისათვის.

ტექსტი ხელმისაწვომია აქ.