შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს თბილისის საერთაშორისო ბიზნეს არბიტრაჟის იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსს და იწვევს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უნივერსიტეტების გუნდებს.
კონკურსი ემსახურება გლობალური კომერციული მოლაპარაკებების კულტურის გავრცელებას, განსაკუთრებით კი შედარებითი სამართლის მეთოდოლოგიით.
შეზღუდული ადგილების გამო, პალიკანტებს მოეთხოვებათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა 2018 წლის 20 ივნისამდე. შერჩეულ 8 გუნდს განსახილველი საქმე ტექნიკურ კრიტერიუმებთან ერთად მიეწოდებათ 2018 წლის 1 ივლისს.
გუნდებმა მოსარჩელისა და მოპასუხის პოზიციები უნდა გამოგზავნონ 2018 წლის 30 აგვისტომდე. დამაზუსტებელი შეკითხვებისათვის ბოლო ვადაა 2018 წლის 18 ივლისი.
თითო გუნდი პირველ ეტაპზე იასპარეზებს 2-ჯერ. მონაწილეები კონკურებტების ვინაობას გაიგებენ 7 ივლისს.
თბილისის საერთაშორისო ბიზნეს არბიტრაჟის იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსის გახსნა გაიმართება 2018 წლის 11 ოქტომბერს. ამავე დღეს მონაწილე გუნდებს მიეწოდებათ კონკურენტი გუნდების შესაბამისი პოზიციები.
ზეპირი მოსმენების პირველი რაუნდი გაიმართება 12 ოქტომბერს, ხოლო ნახევარ-ფინალი 13 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ფინალური რაუნდი კი გაიმართება 14 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
გარდა გამარჯვებული გუნდისა, გამოვლინდებიან საუკეთესო სპიკერები მოსარჩელისა და მოპასუხის მოზიციაში, ასევე გამოვლინდება ორივე პოზიციაში საუკეთესო წერილობითი წარდგინების ავტორი გუნდები.
პროექტი ითვალისწინებს გუნდის 4 წევრისა და 2 თანმხლები პირის ცხოვრების, შიდა ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯების დაფინანსებას თბილისში.
აპლიკაციების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე:
https://goo.gl/forms/aecW1KL8Lu3YMacn2
კონკურსის წესდება