ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო
პროცესის 2019 წლის შეჯიბრში სტუდენტთა შესარჩევი ეროვნული კონკურსი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის
ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროექტის
მხარდაჭერით აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ ეროვნულ კონკურსს საქართველოს ეროვნული
ნაკრების დასაკომპლექტებლად, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჰუგო ზინსჰაიმერის
იმიტირებული სასამართლო პროცესის რიგით მეოთხე საერთაშორისო შეჯიბრში (13-15 ივნისი
2019, ჰასელტის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ბელგია).
შეჯიბრის შესახებ:
ევროპის კავშირის შრომის სამართალში ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო
პროცესების ყოველწლიური შეჯიბრი დაარსდა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის
წარმომადგენელი, სამართლის ხუთი პროფესორის, მათ შორის ქართველი პროფესორის,
ინიციატივით. იმიტირებული სასამართლო პროცესის ფარგლებში სტუდენტური გუნდები
სხვადასხვა ქვეყნიდან ეჯიბრებიან ერთმანეთს ევროპული კავშირის შრომის სამართლის
აქტუალურ საკითხზე შედგენილ სიმულაციურ საქმესთან დაკავშირებით. შეჯიბრს განსჯიან
ევროპის მასშტაბით წამყვანი შრომის სამართლის პროფესორები, პრაქტიკოსი ადვოკატები და
მოქმედი მოსამართლეები, წევრი სახელმწიფოებიდან და ევროპის მართლმსაჯულების
სასამართლოდან. დეტ. იხ.: https://hsi.uva.nl/en/hs-mcc/hs-mcc.html;
https://www.facebook.com/hugosinzheimermcc/. საქართველო არის ევროკავშირის ერთადერთი
არაწევრი ქვეყანა, რომლის ეროვნული ნაკრებიც დაშვებულია აღნიშნულ შეჯიბრზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გუნდი გახდა კასინოს უნივერსიტეტში (იტალია) ჩატარებული
2018 წლის შეჯიბრის გამარჯვებული.
2019 წლის შეჯიბრის სიმულაციური საქმის თემატიკაა მასობრივი დათხოვნა და სამუშაო დროის
რეგულირება.
მონაწილეობის წინაპირობები:
სტუდენტთა შესარჩევ ეროვნულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში არსებულ
აკრედიტებულ უმაღლესი განათლების დაწესებულებათა სამართლის სკოლების
მაგისტრატურის და ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს. როგორც
ეროვნული, ასევე საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის პირობაა, რომ სტუდენტი არ უნდა
იყოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
დაინტერესებულმა სტუდენტმა არაუგვიანეს 2019 წლის 21 იანვრის 18:00 საათისა
ელექტრონული ფოსტით მისამართზე lawfaculty@iliauni.edu.ge, უნდა გამოაგზავნოს საკუთარი
რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.
სტუდენტთა ინდივიდუალური შესარჩევი კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
– წარმოდგენილი რეზიუმესა (CV) და სამოტივაციო წერილის შეფასება;
– – ჰუგო ზინსჰაიმერის იმიტირებული სასამართლო პროცესის საერთაშორისო შეჯიბრებისა და
ზოგადად, ევროპის კავშირის შრომის სამართლის შესახებ ტრენინგი შესარჩევი კონკურსის
გასაუბრების ეტაპზე გადასული სტუდენტებისთვის;
– შემდგომ ეტაპზე გადასულ სტუდენტთან ინდივიდუალური გასაუბრება; 1
– გასაუბრების საფუძველზე ეროვნული კონკურსის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობისათვის 8
სტუდენტის შერჩევა;
– ფინალურ ეტაპზე გადასულ 8 სტუდენტს შორის მოსამზადებელი იმიტირებული სასამართლო
პროცესის შეჯიბრი ევროპული კავშირის შრომის სამართალში;
1 გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ იმ სტუდენტებთან, რომლებიც წარმოდგენილი რეზიუმესა
(CV) და სამოტივაციო წერილის შედეგად წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს.
– მოსამზადებელი იმიტირებული სასამართლო პროცესის შეჯიბრის შედეგად ინდივიდუალურ
საწყისებზე შეფასებული საუკეთესო 4 სტუდენტით საქართველოს ეროვნული ნაკრების
დაკომპლექტება.