[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

რეგისტრაცია 2017-2018 აკადემიური წლისთვის

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

მოგესალმებით, ძვირფასო სტუდენტებო!
გილოცავთ, ახალი 2017-2018 აკადემიური სასწავლო წლის დაწყებას. 2017-2018 აკადემიურ სასწავლო წელს გისურვებთ ბევრ საინტერესო გამოწვევას, წარმატებებს და თქვენი პროფესიული განვითარებისათვის საჭირო მნიშვნელოვან ნაბიჯებს.
შეგახსენებთ, რომ მე-2, მე-3 და მე-4 კურსელთა რეგისტრაცია იწყება ა.წ. 25 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით. აუცილებელია, რეგისტრაციაზე გამოცხადდეთ 10:00 სთ-იდან 16:00 სთ-ის ჩათვლის, სამართლის ფაკულტეტზე (504-ე ოთახში).
როგორც იცით, სამართლის ფაკულტეტზე სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამით გათვალისწინებული არჩევითი კომპონენტიც გაქვთ შემოთავაზებული. კონკრეტული სასწავლო კურსის გახსნისთვის საჭიროა სულ მცირე 10 და არაუმეტეს 20 სტუდენტის დარეგისტრირება. სხვა შემთხვევაში სტუდენტს პროგრამის ფარგლებში გთავაზობთ კომპონენტს პრერეკვიზიტის სისტემისა და წლიური საკრედიტო დატვირთვის მოთხოვნის გათვალისწინებით (შესაძლებელია აირჩიოთ 60-დან 75 კრედიტამდე სასწავლო წლის განმავლობაში). თუ გსურთ თქვენთვის საინტერესო არჩევით სასწავლო კურსზე დარეგისტრირება, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ დროულად. ამასთან გაცნობებთ, რომ 28 აგვისტოს და შაბათ-კვირას უნივერსიტეტი ისვენებს, შესაბამისად რეგისტრაციაც არ იქნება.
ყველას გისურვებთ წარმატებებს.