[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ხელოვნური ინტელექტი და სამართალი

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

6 აპრილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა სამართლის დოქტორის, ზვიად გაბისონიას საჯარო ლექცია, თემაზე “ხელოვნური ინტელექტი და სამართალი”.

ინტერაქციული შეხვედრის ფარგლებში მომხსენებელმა ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის განვითარების ფაზებსა და მის სამართლებრივ სუბიექტუნარიანობაზე. ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, საერთაშორისო საკანონმდებლო პრაქტიკასა და საქართველოში მიმდინარე ტენდენციებზე.

მონაწილეებმა იმსჯელეს პერსონალური მონაცემების დაცვისა და კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობაზე ქართულ სამართალში.