შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი იურიდიული კლინიკის ფარგლებში 2, 3, 4 თებერვალს მე-10, მე-11 მე-12 კლასის მოსწავლეებს იწვევს ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
ზამთრის სკოლის მიზანია სკოლის მოსწავლეებს აუმაღლოს ცნობიერება სამართლის აქტუალურ საკითხებში, დაეხმაროს სოციალური, ეთიკური და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.
მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი იურისტების, მათ შორის მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის ლექციები და არაფორმალურ გარემოში მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
პროექტში მონაწილეობა სრულიად უფასოა! უნივერსიტეტი თავად აფინანსებს მოსწავლეების კვებისა და უკანა გზაზე ტრანსპორტირების ხარჯებს.
ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი და იბსუს სასაჩუქრე ნაკრები. სპონსორები დაასაჩუქრებენ ყველაზე აქტიურ და გამორჩეულ მოსწავლეებს, ხოლო პირველ ათეულში გასული მონაწილეები მიიღებენ განსაკუთრებულ საჩუქრებს.
ჩვენ დაგეხმარებით მომავალი პროფესიისა და უმაღლესი სასწავლებლის არჩევაში.
#მოდითდათავადაირჩიეთთქვენი
#დაინახესამართალი!
#აირჩიესამართალი!
ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა
https://docs.google.com/