[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სტატიების კონკურსი თანამედროვე სამართლის ჟურნალისთვის

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

📢ძვირფასო ავტორებო, მომავალო ავტორებო,

მოხარული ვართ, გამოვაცხადოთ სტატიების კონკურსი თანამედროვე სამართლის ჟურნალისთვის.
თანამედროვე სამართლის ჟურნალი (CLJ) არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მულტიდისციპლინარული და საერთაშორისო სამეცნიერო დონეზე რეცენზირებადი ჟურნალი, რომელიც მოიცავს შემდეგ რუბრიკებს: სამეცნიერო სტატიები, პრაქტიკოს იურისტთა ფორუმი, სტუდენტური ფორუმი, გამორჩეული სამეცნიერო ნაშრომების თარგმანები, სასამართლო პრაქტიკის ანალიზი, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო სიახლეები, მნიშვნელოვანი სამეცნიერო პუბლიკაციები. ჟურნალის მიზანია სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის გაანალიზება და მკითხველებისთვის ახალი პერსპექტივების მიწოდება.

🔎მკვლევართა წრე

პირთა წრე, რომელთა ნაშრომებსაც გამოაქვეყნებს ჟურნალი, შეზღუდული არ არის. მისაღებია როგორც სამეცნიერო წრეების გამოცდილი მოღვაწეების, ისე დამწყებ მეცნიერთა ნაშრომები. გამორჩეულად წახალისდება სტუდენტთა წვლილი კვლევებსა და მათი შედეგების განზოგადების თვალსაზრისით. მეტიც, როგორც აღინიშნა, მივესალმებით კვლევებს ინტერდისციპლინური მეთოდოლოგიით.

შზსუ-ის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები ჩართული იქნებიან პროექტში – „ქართული სასამართლო პრაქტიკის კვლევა“, რომლის შედეგები წარმოდგენილი იქნება ჟურნალის სპეციალურ რუბრიკაში. პროექტს უხელმძღვანელებენ სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული, მოქმედი პრაქტიკოსები.

🔎პერიოდულობა, რეფერირება, ფორმატი

ჟურნალი გამოიცემა მინიმუმ, წელიწადში ერთხელ. წარმოდგენილი მასალის მოცულობიდან გამომდინარე, შესაძლებელია სპეციალური გამოცემების გამოშვება, რომლებიც დაეთმობა სამართლის რომელიმე ქვედარგს ან ავტორთა განსაზღვრულ კატეგორიას, განსაკუთრებით კი სტუდენტურ ფორუმებს.

გამოსაქვეყნებელი მასალა გაივლის რეფერირებას ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტებთან. გამოქვეყნების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო კოლეგია. იგი დაკომპლექტებული იქნება როგორც შსზუ-ის აკადემიური პერსონალით, ისე დარგის გამორჩეული სპეციალისტებისგან.

გამოცემა მომზადდება ორ: ქართულ და ინგლისურ ენებზე. ავტორებს მოეთხოვებათ ორიგინალისაგან გასხვავებულ შესაბამის ენაზე თარგამნის წარმოდგენა. ჟურნალი გამოვა ბეჭდური ფორმით და მისი ელექტრონული ვერსია გავრცელდება შსზუ-ის სამართლის ფაკულტეტის ვებ-გვერდის მეშვეობით.

📧სტატიის წარმოსადგენად მსურველებმა ნამუშევრები უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: jcl@ibsu.edu.ge; lawfaculty@ibsu.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ „სტატია თანამედროვე სამართლის ჟურნალისთვის “
🔗გთხოვთ, იხილოთ ნაშრომის სტანდარტები: https://docs.google.com/…/1CjwVB8bsOMAGmcNaLZje0yV…/edit