კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველო, თბილისი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ონლაინ)
კონფერენციის ელ-ფოსტა: gloria@ibsu.edu.ge
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2022 წლის 21 მაისი.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ :
- აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებს;
- დოქტორანტურის, მაგისტრატურის და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს;
- დამოუკიდებელ მკვლევარებს.
მონაწილეობის ფორმები:
- მოხსენების წარდგენა ინდივიდუალურად და ჯგუფურად;
- კონფერენციაში ჩართვა მონაწილის სტატუსით;
- კონფერენციაში ჩართვა სტუმრის/დაინტერესებული პირის სტატუსით.
სარედაქციო კომიტეტი:
- გიორგი ლორია (შზსუ- ს მოწვეული ლექტორი)
- არჩილ ლორია (სტუ-ს აფილირებული პროფესორი)
- ლაშა ხარაზი (კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი)
- სალომე ხიზანიშვილი (სტუ-ს პროფესორი)
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერთიფიკატი.
ძირითადი ვადები & დედლაინი:
სტატიის წარდგენა: 10 მაისი
კონფერენციის ჩატარება: 21 მაისი
გაფორმების ინსტრუქცია :
სამეცნიერო ნაშრომის მოცულობა: A4 ფორმატის 5-15 გვერდი.
შრიფტი: Sylfaen. წარმოდგენილი უნდა იქნას – MS Word-ით.
ყველა არე – 2 სმ.
ინტერვალი -1,5, შრიფტის ზომა – 12, აბზაცი – 1,25.
ტექსტის სტრუქტურა: – ნაშრომის სათაური – გვარი, სახელი – უნივერსიტეტის დასახელება, (აკადემიური პერსონალის შემთხვევაში – სამეცნიერო წოდება, სტუდენტის შემთხვევაში საგანმანათლებლო პროგრამის საფეხური) – აბსტრაქტი – საკვანძო სიტყვები – ძირითადი ტექსტი – დასკვნა – გამოყენებული ლიტერატურა – ნაშრომის სათაური ინგლისურ ენაზე – გვარი, სახელი, – რეზიუმე ინგლისურ ენაზე.
სარედაქციო კომიტეტის მიერ შერჩეული საუკეთესო ნაშრომი დაიბეჭდება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან საერთაშორისო ჟურნალში „ თანამედროვე სამართლის ჟურნალი“.
მოხსენების ტექსტი წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონულ ფორმატში. ელექტრონული ვერსია უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე gloria@ibsu.edu.ge