[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

გარე მობილობა იბსუში

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

იბსუში გადმოსვლის მსურველთათვის ყველა ის სასწავლო გრანტი და შიდა დაფინანსება იმოქმედებს, რომელიც უნივერსიტეტს აქვს. შეგახსენებთ, რომ იბსუში არაერთი შიდა გრანტი მოქმედებს, როგორიცაა ოქროსა და ვერცხლის მედლის მფლობელი სტუდენტების დაფინანსება, ასევე, სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტების შიდა გრანტებით უზრუნველყოფა და სხვა.

გაეცანით სასწავლო პირობებსა და გრანტებს: https://goo.gl/514RL5

შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა საყურადღებოდ!

  • მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის (https://students.eqe.ge) და მობილობის საფასურის გადახდის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 31 ივლისიდან 2019 წლის 21 აგვისტოს 18:00 სთ-მდე.
  • მობილობის მსურველი სტუდენტის შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოცხადების ვადა: 2019 წლის წლის 22 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • განცხადება;
  • დოკუმენტ(ებ)ის ასლი/ასლები რომელიც არეგულირებს სტუდენტურ სტატუსს(მაგ. ჩარიცხვის/აღდგენის/სტასტუსის შეჩერების/სტატუსის შეწყვეტის აქტი);
  • უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული ნიშნების ფურცელი (სასწავლო კომპონენტების კრედიტების რაოდენობისა და შეფასების მითითებით);
  • პირის საიდენტიფიკაციო ბარათის (ID) ასლი;
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარათი/სერტიფიკატი (თუ სტუდენტის ჩარიცხვა მოხდა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე);
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ბაკალავრებისთვის)
  • უმაღლესი განათლების წინა საფეხურის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მაგისტრებისა და დოქტორანტებისთვის);
  • ორი ფოტოსურათი (3X4);
  • მამრობითი სქესის სტუდენტებისათვის: სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;

სტუდენტი დამატებით ადგენს განცხადებას, რითაც ადასტურებს რომ ეთანხმება შედარების აქტში მოცემულ ინფორმაციას და მის სურვილს რომ სწავლა გააგრძელოს შზსუ-ში.

შენიშვნა: უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში აუცილებელია წარმოადგინოთ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.

 ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამიდან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის უფლებით სარგებლობისას, სტუდენტი ვალდებულია დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის შესაბამისი დონე.

ამ მიზნით შესაბამისი დონეებია:

ა) ბაკალავრიატის პირველ სემესტრში ჩარიცხვის მიზნით, სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული უნდა ჰქონდეს სულ მცირე ქულათა ის რაოდენობა, რაც განსაზღვრულია მიმღები საგანმანათლებლო პროგრამისათვის შესაბამის სასწავლო წელს.

ბ) ბაკალავრიატის მეორე სემესტრში ჩარიცხულმა სტუდენტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B1 დონე;

გ) ბაკალავრიატის მე-3-მე-5 სემესტრებში ჩარიცხულმა სტუდენტმა უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B2 დონე;

გ) სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტმა უნდა დაადასტუროს  ინგლისური ენის ცოდნის B2 დონე;

დ) სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცული სტუდენტმა პროგრამაზე დაშვების წინაპირობიდან გამომდინარე უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნის B2/C1 დონე.

მოთხოვნილი ენის ცოდნის დონის დადასტურების მიზნით, სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი ან ჩააბაროს შზსუ-ს მიერ დანიშნული ინგლისური ენის გამოცდა ან წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მან გაიარა სასწავლო კომპონენტი ინგლისურ ენაზე, რომლის სწავლის შედეგები გადის B1/B2/C1 დონეზე.

სტუდენტი უფლებამოსილია ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამიდან ინგლისურენოვან საგანამანთლებლო პროგრამაზე მობილობის წესით მოიპოვოს სტუდენტის სტატუსი იმ აუცილებელი პირობის გათვალისწინებით, რომ შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული კრედიტების მთლიანი ოდენობის არანაკლებ ნახევარს დააგროვებს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

შპს – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობის საფუძველზე ჩარიცხვა არ განხორციელდება საბაკალავრო საფეხურზე სწავლების მე-7 სემესტრიდან, სამაგისტრო საფეხურზე – სწავლების მე-3 სემესტრიდან, ხოლო სადოქტორო საფეხურზე – სწავლების მე-4 სემესტრიდან.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება სწავლის განსხვავებული საფასური. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შზსუ-ს ვებ-გვერდზე.

მობილობის წესით ჩასარიცხი პირები შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნდა გამოცხადნენ 2019 წლის 12 სექტემბერს 15:00 საათამდე შეთავაზებული პირობების თაობაზე წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) გასაფორმებლად.

მობილობის წესით ჩასარიცხმა პირებმა შესაბამისი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ შპს-შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში 2019 წლის წლის 22 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ან შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელს.

ტელეფონი: 032 2595005/06, შიდა (132); ელ. ფოსტა contact@ibsu.edu.ge

მისამართი: თბილისი, 0131, დ. აღმაშენებლის ხეივანი 13 კმ, #2