IBSU-ს პირველკურსელთა ნაწილი საქართველოს პარლამენტს ეწვია. სტუდენტებმა მოინახულეს პარლამენტის სასახლე, პარლამენტის სხდომათა დარბაზი და ქართული პარლამენტის მუზეუმი, გაეცნენ პარლამენტის მუშაობის ფორმებსა და წესებს. ვიზიტის ორგანიზატორი იყო სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ასოცირებული პროფესორი, ბ-ნი ზურაბ ჯიბღაშვილი.