საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი და შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 18 დეკემბერს, 11:00 სთ-ზე იმართება ადმინისტრაციული სამართლის ფორუმი.
ღონისძიებაზე განხილული იქნება ადმინისტრაციული სამართლის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები. მათ შორის, ადმინისტრაციული სამართლაწარმოების დროს დროებითი განჩინებისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების და უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავების განხილვის პრობლემური საკითხები.
ღონისძიების სხვადასხვა სესიას წარუძღვებიან თბილისიის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – ხატია არდაზაიშვილი და საქართველოს უზენესი სასამართლოს მოსამართლე -თამარ ოქროპირიძე.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები, პრაქტიკოსი იურისტები და საჯარო მოხელეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ადმინისტრაციული სამართლის საკითხებით. ღონისძიების ნაწილი წარიმართება ინტერაქციულ რეჟიმში, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ დასვან შეკითხვები და იმსჯელონ ადმინისტრაციული სამართლის საკითხების შესახებ.
ღონისძიებაზე მონაწილეობა უფასოა. რეგისტრაციa შეგიძლიათ გაიაროთ შემდეგ ბმულზე გადასვლით.
ღონისძიება გაიმართება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მის. ქ. თბილისი. B Conference Hall