IBSU-ს სამართლის ორენოვანი ჟურნალი აცხადებს სამეცნიერო სტატიების კონკურსს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU-ს სამართლის ორენოვანი ჟურნალი აცხადებს სამეცნიერო სტატიების კონკურსს

სამართლის ფაკულტეტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამდეროვე სამართლის ორენოვანი (ქართ/ინგ.) ჟურნალი აცხადებს სამეცნიერო სტატიების კონკურსს ჟურნალის 2022 წლის ნომრისთვის. სტატიების მიღების ვადაა 2022 წლის 22 ივლისიდან 2022 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით.

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები ავტორებისათვის:

 

სტატიების წარდგენის უფლება აქვს:

  • საქართველოს/უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პერსონალსა და მოწვეულ ლექტორებს;
  • პრაქტიკოს იურისტებს, დოქტორანტებსა და სამართლის მაგისტრებს (საქართველოს/უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პერსონალის/მოწვეული ლექტორის ან სამართლის დოქტორის დასკვნის საფუძველზე, რომელიც სტატიასთან ერთად უნდა იქნეს წარდგენილი) ;
  • სხვა მიმართულების დოქტორებსა და დოქტორანტებს სამართლის მომიჯნავე ინტერდისციპლინურ საკითხებზე (საქართველოს/უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის მიმართულების აკადემიურ პერსონალის/მოწვეულ ლექტორის ან სამართლის დოქტორის დასკვნის საფუძველზე,  რომელიც სტატიასთან ერთად უნდა იქნეს წარმოდგენილი);

 

  • სტატია შეიძლება შესრულებული იყოს ინდივიდუალურად ან თანაავტორობით;
  • სტატია ან მისი ნაწილი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წარდგენილი გამოსაქვეყნებლად სხვა გამოცემებში;
  • სტატიები წარდგენილ უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე;
  • სტატია უნდა აკმაყოფილებდეს დანართი #1-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

სტატიების მიღება ხორციელდება ელექტრონულად შემდეგ ფოსტაზე: clj@ibsu.edu.ge (subject-ში აუცილებლად უნდა მიეთითოს “სტატია”)