17 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესები უმაღლეს სასწავლებელთა შორის: სისხლის, სამოქალაქო და საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით.
გუნდები, წერით და ზეპირ კომპონენტში შეაფასეს მოქმედმა მოსამართლეებმა და კვალიფიციურმა იურისტებმა. გამოვლინდა გამარჯვებულებიც : სამოქალაქო სამართლის მიმართულებით – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სისხლის სამართლის მიმართულებით – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
გამარჯვებულ გუნდებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ფულადი საჩუქრები, ხოლო მონაწილეებს სერტიფიკატები.