IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის სტუდენტებმა X-XII კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე “სამართალი მოსწავლეებისთვის.”
ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში 40-მდე მოსწავლე გაეცნო სამართლის საფუძვლებს, სამართლის დარგებს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, სასამართლო სისტემასა და სხვა რელევანტურ თემებს. ტრენინგის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა პრაქტიკული დავალებებიც შეასრულეს.
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ, რაც IBSU-ში ჩაბარების შემთხვევაში 10%-იან გრანტს უზრუნველყოფს.