[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

გაფორმდა მემორანდუმი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „თბილისი კონსალტინგ გრუპს“ შორის

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

2017 წლის 22 მარტს, გაფორმდა მემორანდუმი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „თბილისი კონსალტინგ გრუპს“ შორის. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს დასახელებულ ორგანიზაციებს შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. მემორანდუმის პირობების თანახმად, „თბილისი კონსალტინგ გრუპი“ უზრუნველყოფს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტების ჩართულობას პრაქტიკულ სამართლებრივ საქმიანობაში. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ განივითარონ პროფესიული უნარები, ისწავლონ სამართლებრივი საკითხების დამუშავება,  სასამართლოში და მოლაპარაკებების დროს, ეფექტურად ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია.

ამავდროულად, მემორანდუმის თანახმად, „თბილისი კონსალტინგ გრუპი უზრუნველყოფს“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტების სამართლებრივ მომსახურებას. დღეისათვის, უცხოელებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უნივერსიტეტებში, ხშირად აქვთ სამართლებრივი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია სავიზო რეჟიმთან, ბინადრობის ნებართვების გაცემის პროცედურებთან, ენობრივ ბარიერებთან, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებასთან და ქართული კანონმდებლობის პერიოდულ ცვლილებებთან. უცხოელი სტუდენტები, სავიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან დატოვონ საქართველო, რაც, ამავდროულად, უნივერსიტეტების ფინანსურ მდგომარეობაზეც ახდენს ზეგავლენას. მხარეთა შორის გაფორმებული მემორანდუმის პირობების თანახმად, შავი ზღვის უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტებს შეეძლებათ სასწავლო წლის განმავლობაში ისარგებლონ „თბილისი კონსალტინგ გრუპის“ განსაკუთრებულად მოსახერხებელი და შეღავათიანი სამართლებრივი სერვისებით.