გვაქვს პატივი მოგიწვიოთ 2022 წლის 20 ივლისს, საქართველოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისიტეტის სამართლის ფაკულტეტის, ზაარლანდის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის თანაორგანიზებითა და ზაარლანდის აუდიტორული კომპანია “MHP”-ს თანადგომით დაგეგმილ საერთაშორისო სიმპოზიუმზე – „ეკონომიკური დანაშაული ევროკავშირსა და საქართველოში“.
- საერთაშორისო სიმპოზიუმის ძირითადი მომხსენებლები:
- ვილჰემ ჰაუზერი – დოქტორი, ზაარლანდის ეკონომიკისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი, აუდიტორული კომპანია “MHP” პარტნიორი;
- მიჰაილ ჰარცი – სენატორი, ზაარლანდის აუდიტორული კომპანია “MHP” ხელმძღვანელი;
- ლაშა ცომაია – საჯარო მმართველობის დოქტორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
- ვახტანგ კვიჟინაძე – ადვოკატი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
- ნონა ზუბიტაშვილი, – სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
- ზვიად როგავა – სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი;
- ქეთევან ქოქრაშვილი – სამართლის დოქტორი, შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
სიმპოზიუუმის სამუშაო ენებია: ქართული, გერმანული, ინგლისური (გერმანულიდან სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილია);
სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის დაინტერესებული პირები უნდა დარეგისტრირდნენ 2022 წლის 15 ივლისის ჩათვლით, შემდეგ სარეგისტრაციო ბმულზე: https://forms.gle/xS2k5SYaBA8WXNi29
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია;
- სიმპოზიუმი გაიმართება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. მის. ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2.
- საკონტაქტო პირი: თამთა ცქიტიშვილი. ttskitishvili@ibsu.edu.ge ; awfaculty@ibsu.edu.ge.