[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

გაცნობითი შეხვედრა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებასთან დაკავშირებით სამართლის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ გამართა შეხვედრა მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებთან. სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა და ხარისხის მართვის მენეჯერმა ისაუბრეს სასწავლო პროგრამის შესახებ. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მიმდინარე სემესტრში განსახორციელებელი პროექტები, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ფაკულტეტი გეგმავს იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზებას სამოქალაქო, სისხლისა და კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით, ასევე ცატარდება სტუდენტური კონფერენცია, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში არსებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, დამატებითი ინფორმაცია  პროექტების შესახებ  პერიოდულად დაიდება ფაკულტეტის ვებ გვერდზე.