[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პრაქტიკოსი მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების მონაწილეობით ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტისა (Us Embassy DOJ) და ამერიკის იურისტთა ასოციაციის (ABA ROLI) მხარდაჭერით განხორციელდა. იმიტირებული პროცესები 5 პარალელური ჯგუფისთვის ერთდროულად ჩატარდა, სადაც ნაფიცების როლში შავი ზღვის უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები იყვნენ წარმოდგენილი. პროექტი სასწავლო ხასიათს ატარებდა და ორიენტირებული იყო მონაწილე მხარეების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარების განვითარებაზე. მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების ერთობლივი ჩართვა ანალოგიურ აქტივობებში ხელს უწყობს სასწავლო პროცესის რეალურ პრაქტიკასთან მაქსიმალურ მიახლოვებას და მიღებული ცოდნის სამუშაო პროცესში გადატანას. იმიტირებულ პროცესს წინ უძღვოდა 2-დღიანი მოსამზადებელი კურსი, რომელიც პროკურორებმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიარეს. ტრენინგი თეორიულ სწავლებასთან ერთად, აქტიურად იყო დატვირთული პრაქტიკული სავარჯიშოებით. სასწავლო პროგრამის ფარგლებში განხილული იქნა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ტექნიკები, შესავალი სიტყვა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა, დასკვნითი სიტყვა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. იმიტირებული პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა შედეგების შეჯამება და მონაწილეებისთვის სერთიფიკატების გადაცემა.