[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს კოზმინსკის უნივერსიტეტის სერტიფიკატები გადაეცათ

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

IBSU-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს კოზმინსკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში გავლილი სამართლის საგნების სერტიფიკატები გადაეცათ.

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა საზაფხულო სკოლის ფარგლებში ოთხი საგანი შეისწავლეს – EU Insurance Law, Multiculturalism, Multilingualism and Comparative Law, New Challenges for IP Law, Human Rights in Europe.   სწავლება ინგლისურად, ონლიან, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გავლილი საგნები სტუდენტებს კრედიტებში ჩაეთვალათ.

კოზმინსკის უნივერსიტეტი არის კერძო უმაღლესი სასწავლებელი პოლონეთში. უნივერსიტეტს აქვს სამი პრესტიჟული საერთაშორისო აკრედიტაცია: AACSB, EQUIS და AMBA.