[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სამართლის ზამთრის სკოლა

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ყოველწლიურად იწვევს მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს სამართლის ზამთრის სკოლაში.

ზამთრის სკოლის მიზანია მოსწავლეებს მიაწოდოს სისტემური ცოდნა სამართლის სხვადასხვა დარგების შესახებ, გააცნოს მათი სპეციფიკა, ასევე აჩვენოს მათ სწავლების ის განსხვავებული მეთოდიკა, რომელიც უნივერსიტეტს გამოარჩევს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან.

ამისათვის, ზამთრის სკოლაში ინტერაქტიულ ლექციებს კითხულობს ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, რომელთა შორის არიან სახელმწიფო აღმასრულებელი, საკანონმდებლო თუ საამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და პრქტიკოსი იურისტები.

ზამთრის სკოლა შემეცნებით აქტივობებთან ერთად მოიცავს არაერთ გასართობ აქტივობას. ამაში კი ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურ მონაწილეობას იღებენ, ისინი ჩართულნი არიან აღნიშნული აქტივობების დაგეგმვასა და და მათ შემდგომ განხორციელებაში.

სამართლის ზამთრის სკოლა არის პლატფორმა საგანმანათლებლო სფეროს სხვადასხვა საფეხურის წარმომადგენლების ერთმანეთთან დაკავშირებისათვის, ცოდნის გაზიარებისათვის, აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებული დისკუსიებისა და სხვა, ეს კი ყველაზე მეტად სწორედ ზამთრის სკოლის მონაწილეების მომავალ განვითარებას უზრუნველყოფს. აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, ზამთრის სკოლის სპონსორია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ადგილობრივი თუ უცხოური კომპანიები, რომლებსაც სხვადასხვაგვარი წვლილი შეაქვთ სკოლის წარმატებაში.