[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU-ს მოწვეულმა ლექტორმა და სამართლის კლინიკის წამყვანმა ადვოკატმა კვლევითი სტიპენდია მოიპოვა

სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკის წამყვანმა ადვოკატმა და მოწვეულმა ლექტორმა, გოგა კიკილაშვილმა მოიპოვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ერთობლივი კვლევითი სტიპენდია.
პოსტ-სადოქტორო კვლევის ფარგლებში, გოგა ხუთი თვით გაემგზავრება რეგენსბურგის უნივერსიტეტში და იმუშავებს თემაზე: “ინკვიზიციურობის პრინციპი ადმინისტრაციულ მართლმსაჯულებაში, როგორც ადმინისტრაციული ორგანოების ეფექტიანი კონტროლის საშუალება (გერმანულ-ქართული შედარებითი ანალიზი)”.
კვლევის მიზანია რელევანტური გერმანული და საერთო ევროპული პრაქტიკის განზოგადების გზით სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება ქართველი მკვლევარებისა და პრაქტიკოსი იურისტებისთვის.